Sunday, April 8, 2012

1.პროექტის სახელწოდება:,,პოეზიის მეფე“
2.პროექტის იდეა.მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან გალაქტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
3.პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები თავად მოიძიებენ პოეტის ლექსებს,მასალებს პოეტის ცხოვრებაზე,მისადმი მიძღვნილ ლექსებს. განხორციელებული სამუშაოს შემდაგ მოვაწყობთ ღონისძიებას სკოლაში,გ.ტაბიძის იუბილესთან დაკავშირებით.მოვიწვევთ სტუმრებს.პროექტის ბოლოს მოვაწყობთ ექსკურსიას პოეტის სახლ–მუზეუმში.მოსწავლეები ერთმანეთს შეადარებენ მოძიებულ მასალას და მუზეუმში გამოფენილ ექსპონატებს.
4.პროექტის მიზნები:ბავშვები დაინტერესდებიან და უკეთ გაიცნობენ დიდ ქართველ პოეტს.წვდომა წოდებასთან,, პოეზიის მეფე."
5.მოსწავლეთა ასაკი:VII-VIII-IX-კლასები.
6.ვადა:ორი თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები:პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან პოეტის შემოქმედებას.მისი ბობოქარი ცხოვრების დეტალებს.იმსჯელებენ დამოუკიდებლად,გამოუმუშავდებათ ჯგუფური მუშაობის,კვლევა–ძიების უნარები.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ინტერნეტი,ქართველ მწერალთა კრებულები.ფოტოაპარატი,ფლომასტერი, მარკერი.
9.პროექტის მსვლელობა: პროექტში მონაწილე ბავშვებს დავყოფ სამ ჯგუფად: ა)პირველი ჯგუფი დაისწავლის პოეტის ლექსებს.
მეორე ჯგუფი დაისწავლის პოეტისადმი მიძღვნილ ლექსებს.
მესამე ჯგუფი მოიძიებს მასალებს პოეტის ცხოვრებაზე ფოტო მასალებით.
ბ)ორ კვირაში ერთხელ ვხვდები ბავშვებს და ვუწევ კონსულტაციებს.
გ)პრეზენტაცია სკოლაში.
დ)ექსკურსია სოფელ ჭყვიშში,ფოტო მასალის შეგროვება სკოლის გაზეთისთვის.
ე)სკოლის გაზეთის გამოშვება სათაურით,,პოეზიის მეფე"–გაზეთში ბავშვები ჩაწერენ თავიანთ პირად შთაბეჭდილებებს.შეეცდებიან შექმნან ჩანახატები,დაწერონ ესე.
10)საგნებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.ისტორია–ეპოქის გათვალისწინება
11.პროექტის ხელმძღვანელი:გადიდის საჯარო სკოლის მასწავლებელი: ნონა ბელთაძე.
12.ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:gvanca1709@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი|ბლოგი:nonabeltadze.blogspot.com

No comments:

Post a Comment